რეზონანსი
20.12.2023

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

„გუშინ ქართულმა სააფთიაქო ქსელებმა ერთი  ამბავი აუტეხა ჯანდაცვის სამინისტროს,  ჩვენ გენაცვალეთ წამლებს მიზერულ თანხას ვამატებთ თქვენ ტყუითო. ახლა რატომ ვყვები ამას

D ვიტამინის ნაკლებობა მაქვს, ამიტომ გუშინ თურქეთში ვიყიდე „დეკოლეროლი 5000“ - 9 ლარად, დღეს იგივე მედიკამენტი დაუნიშნეს დედაჩემს და ჩვენთან - 46, ზოგან - 49 ლარი ღირს ფასდაკლებით შეიძლება იყიდო 33 ლარად.

მაინტერესებს ეს არის მიზერული დამატება თანხის? 9-ლარიან წამალს, რომელსაც აფთიაქი კიდევ უფრო იაფად ყიდულობს 40 ლარს რომ დაუმატებ რა ჰქვია ამას? 

ფოტოზე გთავაზობთ თურქულ და ქართულ ფასს, მაინც ტყუიო რომ არ მითხრათ“, - დაწერა კობა ფარტენაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×