
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
„გუშინ ქართულმა სააფთიაქო ქსელებმა ერთი ამბავი აუტეხა ჯანდაცვის სამინისტროს, ჩვენ გენაცვალეთ წამლებს მიზერულ თანხას ვამატებთ თქვენ ტყუითო. ახლა რატომ ვყვები ამას
D ვიტამინის ნაკლებობა მაქვს, ამიტომ გუშინ თურქეთში ვიყიდე „დეკოლეროლი 5000“ - 9 ლარად, დღეს იგივე მედიკამენტი დაუნიშნეს დედაჩემს და ჩვენთან - 46, ზოგან - 49 ლარი ღირს ფასდაკლებით შეიძლება იყიდო 33 ლარად.
მაინტერესებს ეს არის მიზერული დამატება თანხის? 9-ლარიან წამალს, რომელსაც აფთიაქი კიდევ უფრო იაფად ყიდულობს 40 ლარს რომ დაუმატებ რა ჰქვია ამას?
ფოტოზე გთავაზობთ თურქულ და ქართულ ფასს, მაინც ტყუიო რომ არ მითხრათ“, - დაწერა კობა ფარტენაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე