რეზონანსი
19.12.2023

რუსეთმა ვერ მიიღო ადეკვატური ზომები უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და არის ნიშნები, რომ რუსეთის ჯარებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა.

Reuters-ის ცნობით, უმაღლესი კომისრის ოფისმა აღმოაჩინა ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევები და ომის დანაშაულები, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის მიერ.

დარღვევა მოიცავს 142 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილით დასჯას მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ასევე დაკავებულთა გატაცებას, წამებას არასათანადო მოპყრობას და სექსუალურ ძალადობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×