რეზონანსი
19.12.2023

ი­წისძვრე­ბის უწყვე­ტი სე­რი­ის შემ­დეგ, ის­ლან­დი­ა­ში ვულ­კა­ნი ამო­იფ­რქვა: ლა­ვის მდი­ნა­რე­ე­ბი და წით­ლად შე­ღე­ბი­ლი ცა (ფო­ტო­ე­ბი)

ის­ლან­დი­ის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, რე­ი­კი­ა­ნეს კუნ­ძულ­ზე, რამ­დე­ნი­მეკ­ვი­რი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი მი­წისძვრის შემ­დეგ ვულ­კა­ნი Fagradalsfjall-ი ამო­იფ­რქვა. სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე მე­თევ­ზე­თა ქა­ლაქ გრინ­და­ვი­კი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 4 000 ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია მოხ­და.

ის­ლან­დი­ის მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ოფი­სის თქმით, ვულ­კა­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 22:17 სა­ათ­ზე გა­აქ­ტი­ურ­და. მი­წისძვრე­ბის აქ­ტი­ვო­ბა გაზ­რდი­ლია ის­ლან­დი­ის დე­და­ქა­ლაქ­შიც. რე­ი­კი­ა­ვიკ­ში ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რი მი­წისძვრე­ბი ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს და­ი­წყო.

სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სუ­რა­თებ­სა და ვი­დე­ო­ებ­ში ჩანს, რომ ლა­ვამ სე­ის­მუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის და­წყე­ბი­დან ერთი სა­ა­თის შემ­დეგ იფეთ­ქა. მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვი­დან მა­ლე­ვე, ცა მთლი­ა­ნად წით­ლად შე­ი­ღე­ბა. წყარო: ambebi.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×