რეზონანსი
19.12.2023

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, რუსეთი რესპუბლიკაში ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს.

„ვფიქრობთ, რომ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს აქ სიტუაციის დესტაბილიზაციას. სავარაუდოდ, ისინი დაახლოებით გაზაფხულიდან დაიწყებენ. აქ მყოფ ადამიანებს გამოიყენებენ, ტაქტიკა შეიძლება შეიცვალოს“, - განაცხადა სანდუმ PRO-TV-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, მოლდოვის ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს გასული ადგილობრივი არჩევნების გაკვეთილები, გააანალიზოს ისინი და მიიღოს ზომები მოქალაქეთა ხმებისა და დემოკრატიული არჩევნების დასაცავად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×