რეზონანსი
19.12.2023

კინორეჟისორ ოთარ იოსელიანს ვაკის სასაფლაოზე, დღეს, მშობლების გვერდით დაკრძალავენ. ქართველი კრეჟისორი 89 წლის ასაკში თბილისში გარდაიცვალა.

ოთარ იოსელიანი 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად; 1956-1959წწ. მემონტაჟედ; 1959-1961წწ. დოკუმენტური ფილმების რეჟისორად; 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი;

ამასთან, კინორეჟისორი 1980 წლიდან საფრანგეთში მოღვაწეობდა, სადაც გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "აკვარელი" (1958), "აპრილი"(1961); მხატვრული ფილმები: "გიორგობისთვე" (1966), "იყო შაშვი მგალობელი" (1970), "პასტორალი" (1976), "ბასკთა ქვეყანაში" (1983), "მთვარის რჩეულნი" (1984), "პეპლებზე ნადირობა" (1999), "ყაჩაღები"(1996), "მშვიდობით მწვანე მდელო" (2000, საფრანგეთი); ასევე, დოკუმენტური ფილმები: "ძველი ქართული სიმღერა" (1969), "თუჯი"(1964), "საპოვნელა" (1959).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×