რეზონანსი
18.12.2023

მარიამ სირბილაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

მას უახლოსი ადამიანები სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან.

„დავკარგეთ ადამიანი რომლის იმედი ყველას გვქონდა ვწუხვარ რომ დაუნდობლად გვექცევა სამყარო მისი სიძლიერე მე პირადად მავსებდა თანაგიგრძნობთ მარიამის გარდაცვალებას", - წერს თეო ჭინჭაძე.

როგორც ცნობილი ხდება, მარიამი იტალიაში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ქალმა წლების წინ სიმსივნე დაამარცხა, სწორედ ამ ისტორიით გაიცნო საზოგადოებამ შეუპოვარი და მებრძოლი გოგო.

მარიამი სოციალურ ქსელში ხშირად წერდა გამამხნევებელ პოსტებს და მისი ისტორიაც ბევრისთვის მაგალითად იქცა.

მარიამს ორი შვილი დარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×