რეზონანსი
18.12.2023

სამი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა დოლარში გაიზარდა თითქმის ორჯერ, ლარში გვქონდა 30 მილიარდი ლარით ზრდა ეკონომიკის, ეს თავისთავად, ბუნებრივია, იშლება ქვეყანაში და მათ შორის აისახება მოსახლეობის საშუალო ხელფასის, ბიზნესის ბრუნვის ზრდაზე და ა.შ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, როდესაც ეკონომიკა იზრდება, ეს საბოლოო ჯამში გადის ბიზნესსექტორში.

„პრემიერს ჰქონდა დეტალურად საუბარი ამ თემებთან დაკავშირებით. როდესაც ეკონომიკა იზრდება და როცა საუბარია მით უმეტეს 30 მილიარდი ლარით ამ წელიწადში ეკონომიკის ზრდაზე, ეს რა თქმა უნდა გადის საბოლოო ჯამში ბიზნესის სექტორში და ზოგადად ამისგან სარგებელს იღებს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ფიქსირდება საშუალო ხელფასის ზრდა მთლიანად ქვეყანაში. რაც შეეხება ინფლაციას, საუბარი იყო პრემიერის ანგარიშში, მათ შორის ინფლაციაზე. წელს ინფლაციის მაჩვენებელი არის ოპტიმალურზე დაბალი 1%-იანი ინფლაციის მაჩვენებელი წლევანდელ წელს", - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×