რეზონანსი
18.12.2023

მარიტა გუტაშვილმა, რომელსაც შოვში მომხდარი სტიქიის დროს ოჯახის 9 წევრი დაეღუპა ონის მერიის შენობაში საკონფერენციო დარბაზი დაარბია და ინვენტარი დააზიანა. ინფორმაციას "მთის ამბები" ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ინციდენტის ნაწილს ონის მერი, სერგი ხიდეშელი საკუთარი ტელეფონით იღებდა. შემთხვევა 7 დეკემბერს მოხდა. მარიტა გუტაშვილი ონის მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის პრეზენტაციას მართავდა.

თავად გუტაშვილი მომხდარზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. გამოძიება ონის პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ხუთ წლამდე ვადით.

სამართალდამცავებმა უკვე გამოჰკითხეს მარიტა გუტაშვილი და ინციდენტის თვითმხილველები. ინციდენტი 7 დეკემბერს მოხდა. მარიტა გუტაშვილი ონის მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის პრეზენტაციას მართავდა. მან გააპროტესტა მერიის ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან დამამცირებელი დამოკიდებულება და კომენტარები, რასაც ინციდენტი მოჰყვა. ინვენტარის დაზიანების დროს მარიტა გუტაშვილი შეუძლოდ გახდა. მას პირველადი დახმარება ონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმებმა გაუწიეს.

„მთის ამბებთან“ ონის მერმა უარყო, რომ ის ინციდენტის თვითმხილველია და მომხდარს ტელეფონით იღებდა. „ღონისძიებას ვესწრებოდი. მე რომ წავედი, მერე მოხდა ეგ ყველაფერი“, - თქვა სერგი ხიდეშელმა.

მთის ამბები

„მთის ამბების“ ფოტო

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×