რეზონანსი
17.12.2023

89 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია „იმედინიუსს" რეჟისორის მეგობარმა ერეკლე ცინცაძემ დაუდასტურა, რომლის თქმით, რეჟისორი ბოლო პერიოდში თბილისში იმყოფებოდა და აქ გარდაიცვალა.

ოთარ იოსელიანი 1934 წელს თბილისში დაიბადა. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი აპრილი გადაიღო 1962 წელს. 1966 წელს გადაღებულმა სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო ფილმმა „გიორგობისთვე" კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოპრესის ჯილდო მიიღო. 1976 წელს იოსელიანს სურათისთვის პასტორალი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო გადაეცა.

1980-იანი წლებიდან რეჟისორი მუშაობდა და ცხოვრობდა საფრანგეთში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×