რეზონანსი
17.12.2023

შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა წითელ ზღვაში დრონები ჩამოაგდეს. ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დრონების სამიზნე სავაჭრო გემები იყო. ამერიკის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით კი, წითელ ზღვაში იემენელი ჰუსიტების მიერ გაშვებული 14 დრონი გაანეიტრალეს.

ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა ღაზაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში მოძრავი ისრაელთან კავშირში მყოფი ყველა გემი მათი სამიზნე გახდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×