რეზონანსი
17.12.2023

უკრაინის საჰაერო ძალებმა წუხელ რუსული ძალების მიერ გაშვებული 20 დრონი და X-59 ტიპის მართვადი რაკეტა ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ოკუპანტებმა თავდასხმა განახორციელეს „ისკანდერ-K" ტიპის ფრთოსანი რაკეტით, X-59 ტიპის საავიაციო მართვადი რაკეტით და ასევე Shahed-ის ტიპის 20 დრონით", - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

მათი ინფორმაციით, „ისკანდერ-K" ტიპის რაკეტამ სამიზნეს ვერ მიაღწია. 20 დრონი და X-59 ტიპის მართვადი რაკეტა კი უკრაინის საჰაერო ძალებმა ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის ოლქებში გაანადგურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×