რეზონანსი
17.12.2023

დიდი ბრიტანეთი და გერმანია ისრაელისა და „ჰამასის" ომში მდგრად ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ქემერონის და გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის ერთობლის სტატიაშია ნათქვამი.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გზა გავხსნათ მდგრადი ცეცხლის შეწყვეტისკენ, რაც იქნება მდგრადი მშვიდობის წინაპირობა. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი, საჭიროება გადაუდებელია", - წერს ორი მინისტრი ერთობლივად გამოქვეყნებულ სტატიაში.

თუმცა, სტატიაში დევიდ ქემერონიც და ანალენა ბერბოკიც აღნიშნავენ, რომ დიდი და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტას არ ითხოვენ, რადგან ისრაელი იძულებულია თავი დაიცვას.

„ჰამასი" ბარბაროსულად დაესხა თავს ისრაელს და დღესაც ახორციელებენ თავდასხმებს ისრაელის მოქალაქეების მოსაკლავად. „ჰამასმა" უნდა დაყაროს იარაღი. ღაზაში „ჰამასის" ხელისუფლებაში დატოვება იქნება მუდმივი დაბრკოლება ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის გზაზე", - ამბობენ ლიდერები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×