რეზონანსი
17.12.2023

პატარა ლაზარეს, რომელიც გურიაში ძაღლმა დაკბინა, სასწრაფოდ, დახმარება სჭირდება.

"მეგობრებო, ახლობლებო, ნათესავებო, ნაცნობებო, უცნობებო! სასწრაფოდ გვჭირდება თქვენი თანადგომა. წმინდა ბარბარე არ გაგვწირავს, მჯერა, და მაქვს სასწაულის იმედი, რომ დაგვეხმარებით. ჩვენ პატარა ლაზარეს, რომელიც ძაღლმა დაგლიჯა და თავზე აქვს უმძიმესი ტრავმა, ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია, რომ გადარჩეს. ამისთვის, ამ ეტაპზე, 40 000 ლარია საჭირო. ოჯახს ვჭირდებით ჩვენი ადამიანური თანადგომით. სულ მცირედიც გადამწყვეტია ხვალინდელი დღისთვის. მჯერა, ძალა ერთობაშია და არ გაგვწირავს უფალი. ერთი დღე გვაჩუქეთ თითოეულმა თქვენგანმა და ლაზარე კიდევ ბევრი წელი იცოცხლებს ჯანმრთელი და ბედნიერი. ვისაც რის საშუალება გაქვთ, დავეხმაროთ ოჯახს.

ეს დედის ანგარიშია:

GE97TB7357545061100080

მიმღები ლუიზა ხამათაშვილი", - აღნიშნულია ოჯახის ახლობლის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

წყარო: "რუსთავი 2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×