რეზონანსი
17.12.2023

ჩვენ მზად ვართ, რომ დარჩენილი რეკომენდაციები შემდეგ წელს ბოლომდე მივიყვანოთ, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„რაც შეეხება სამუშაო ჯგუფებში თანამშრომლობას, როგორც მაშინ მოვუწოდებდით [ოპოზიციას] რომ ჩართულიყვნენ, ახლაც იგივე განწყობა გვაქვს. მე დიდად არ მჯერა, რომ ეს რადიკალები ჩაერთვებიან, რადგან მათი ამოცანა და გეგმა სულ სხვა არის, მაგრამ კიდევ ერთხელ მივცემთ შესაძლებლობას, რომ იქნებ გონს მოეგონ. იქნებ მათმა დამკვეთებმაც გაიგონ, რომ ამ ქვეყანაში რევოლუცია არ გამოვა", - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×