რეზონანსი
17.12.2023

დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია Wizz Air-მა საჰაერო ხომალდების რაოდენობა ოთხამდე გაზარდა და ქუთაისი-კოპენჰაგენი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo საჰაერო ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები დანიის დედაქალაქის მიმართულებით ქუთაისიდან კვირაში ორი სიხშირით სრულდება.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ დღესთან დაკავშირებით დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა ლომინაძე და DMO იმერეთის ხელმძღვანელი მარიამ დევიძე დაესწრნენ. პირველ რეისს კოპენჰაგენიდან 165 მგზავრი ჩამოჰყვა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, რეისის პირველ მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ამ დრომდე, საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობდა. მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში სიხშირეები გაიზარდა სხვადასხვა მიმართულებებზე და ზოგიერთი მიმართულება კვირაში 3 და 4 სიხშირით სრულდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×