
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი მცირეწლოვანი დაკბინა. 5 წლის და 2,7 წლის ბავშვებს, რომლებიც ძმები არიან, თავს ქუჩის ძაღლი დაესხა.
განსაკუთრებით მძიმეა უმცროსი ბიჭის მდგომარეობა. ის რეანიმობილით ქუთაისშია გადაყვანილი.
აღნიშნულ შემთხვევას სოციალურ ქსელში ია ჭარხალაშვილი გამოეხმაურა:
ამაზე დიდი უბედურება რა უნდა მოხდეს, როცა დედას თვალწინ 2 ანგელოზ შვილს ძაღლი დაუჭამს, საკუთარი სახლის ჭიშკართან, საკუთარ ეზოში???
ვინაა პასუხისმგებელი, ვინ? რა ჯანდაბა გვჭირს, ადამიანზე მეტი უპირატესობა როგორ მივანიჭეთ ცხოველებს, როგორ შეიძლება ასე არად ფასობდეს ჩვენი სიცოცხლე? მითხარით ახლა რომელიმე ცხოველთა დამცველმა არასამთავრობომ, რომ შვილს გირჩევნიათ მაწანწალა ძაღლის სიცოცხლე!!!
ამ ანგელოზს რომ ჯანმრთელობის რაიმე სახის პრობლემა შეექმნას (ღმერთმა დაიფაროს), არ ვიცით, რა მოხდება, არ ვიცით, რას მოვიმოქმედებთ!!!
გაგვანადგურა ამ ამბავმა და ვინმემ ყურად იღეთ ეს უბედურება!!!
უფალო,დაიფარე პატარა ლაზარეს სიცოცხლე!!!“
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე