რეზონანსი
16.12.2023

ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თვის სა­ა­ხალ­წლოდ სა­ჩუქ­რე­ბის მი­ცე­მა არც ისე ად­ვი­ლი საქ­მეა. მაგ­რამ ჩვენ გა­გი­ად­ვი­ლებთ საქ­მეს და გე­ტყვით, ვის რა მო­ე­წო­ნე­ბა. თუ ჩვენს რჩე­ვას ყუ­რა­დღე­ბას მი­აქ­ცევთ, კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი სა­ა­ხალ­წლო სუ­ვე­ნი­რით უფრო გა­ა­ხა­რებთ, ვიდ­რე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რით, რო­მე­ლიც ცოტა ხან­ში თა­რო­ზე მტვერს ბუ­დედ გა­და­იქ­ცე­ვა.

ვერ­ძი

ვერ­ძე­ბი ენერ­გი­უ­ლი და გა­ბე­დუ­ლი, პირ­და­პი­რი და ამ­ბი­ცი­უ­რე­ბი არი­ან, და­ა­ფა­სე­ბენ პრინ­ტე­ბი­ან მა­ი­სუ­რებს, გა­ჯე­ტებ­სა და სპორ­ტულ ინ­ვენ­ტარს. ისი­ნი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან ნა­თე­ლი სამ­კა­უ­ლე­ბით. სა­ა­ხალ­წლოდ მოგ­ზა­უ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს აჩუ­ქეთ: სა­ლაშ­ქრო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, ზურგჩან­თა, თერ­მო კა­თხა და ა.შ.

კურო

ზო­დი­ა­ქოს ეს ჯი­უ­ტი და შრო­მის­მოყ­ვა­რე წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აფა­სე­ბენ ყვე­ლა­ფერს, რაც სახ­ლთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ და­ა­სა­ჩუქ­როთ ისი­ნი: სამ­ზა­რე­უ­ლოს ჭურ­ჭლით; საბ­ნე­ბით; ქოთ­ნის მცე­ნა­რე­ე­ბით; სა­ხის კრე­მე­ბი­თა და დივ­ნის პა­ტა­რა ბა­ლი­შე­ბით. თუ თან­ხა­ზე შე­ზღუდ­ვა არ გაქვთ, უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ე­ნი­ჭეთ მცი­რე სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კას.

ტყუ­პი

მი­არ­თვით ორი­გი­ნა­ლუ­რი, მაგ­რამ სა­ჭი­რო ნივ­თი: არო­მა­ტუ­ლი სა­ა­თი ან მაღ­ვი­ძა­რა, რო­მე­ლიც ზა­რის გაშ­ვე­ბი­სას "აფ­რინ­დე­ბა", დღი­უ­რი ლა­მა­ზი ყდით, მან­ქა­ნის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და იო­გას ხა­ლი­ჩა. კარ­გი არ­ჩე­ვა­ნია სპორ­ტუ­ლი ტან­საც­მე­ლი, ფეხ­საც­მე­ლი ან სა­მა­ჯუ­რი.

კირჩხი­ბი

მო­აზ­როვ­ნე და ემო­ცი­უ­რი კირჩხი­ბე­ბი აფა­სე­ბენ სიმ­ყუდ­რო­ვეს და კომ­ფორ­ტს და ცდი­ლო­ბენ მეტი დრო გა­ა­ტა­რონ სახ­ლში. ისი­ნი და­ა­ფა­სე­ბენ ნივ­თებს, რომ­ლე­ბიც აუმ­ჯო­ბე­სებს ინ­ტე­რი­ერს და ქმნის კომ­ფორ­ტს. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს: თბი­ლი სა­ბა­ნი, ჩა­ი­და­ნი, რბი­ლი ჩუს­ტე­ბი, ხა­ლა­თი, მა­სა­ჟო­რი, სხვა­დას­ხვა გე­მოს თაფ­ლი. თუ კირჩხიბს აგა­რა­კი აქვს, შე­გიძ­ლი­ათ აჩუ­ქოთ და­სა­კე­ცი მა­გი­და სკა­მე­ბით ან და­სა­კე­ცი თა­რო­ე­ბი სა­ჭი­რო წვრილ­მა­ნე­ბის­თვის.

ლომი

ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს უყ­ვართ სხვე­ბის­გან გა­მორ­ჩე­ვა. მათ მო­სა­წო­ნად, ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ ორი­გი­ნა­ლო­ბას. სა­ა­ხალ­წლოდ შე­გიძ­ლი­ათ აჩუ­ქოთ: ექ­სკლუ­ზი­უ­რი სამ­კა­უ­ლე­ბი, ფლო­რა­რი­უ­მი, ჭიქა წარ­წე­რით ან კა­ლა­მი გრა­ვი­რე­ბით, გა­ჯე­ტე­ბი, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის­გან.

ქალ­წუ­ლი

ყვე­ლა­ზე წინ პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა უნდა და­ა­ყე­ნოთ, შემ­დეგ კი შე­გიძ­ლი­ათ აჩუ­ქოთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ა­ხალ­წლოდ შე­სა­ფე­რი­სია ან მო­მა­ვალ­ში გა­მო­ად­გე­ბათ: კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ან სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კა, ქვა­ბე­ბის ან ტა­ფე­ბის ნაკ­რე­ბი, სა­წო­ლის თეთ­რე­უ­ლი, პირ­სა­ხო­ცე­ბი, ტან­საც­მე­ლი და ფეხ­საც­მე­ლი.

სას­წო­რი

სას­წორს აქვს სი­ლა­მა­ზის ძლი­ე­რი გრძნო­ბა. კონ­ცერ­ტის, თე­ატ­რის ან გა­მო­ფე­ნის ბი­ლე­თე­ბი მათ სი­ხა­რულს მო­უ­ტანს. კარ­გი სა­ჩუ­ქა­რია არო­მა­ტუ­ლი ნა­თუ­რა, ჭკვი­ა­ნი სა­ა­თი, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბის ნაკ­რე­ბი, ელი­ტუ­რი ალ­კოჰო­ლი, ჩაის, ყა­ვის ან ტკბი­ლე­უ­ლის ნაკ­რე­ბი. ან სუ­ნა­მო - მისი გე­მოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

მო­რი­ე­ლი

თუ მო­რი­ელს სა­ჩუქ­რით ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებთ, მტრად გა­გიხ­დე­ბათ. სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია ფული კონ­ვერ­ტში. ალ­ტერ­ნა­ტი­ვა: სა­ბა­ნი, დიდი პირ­სა­ხო­ცი, უზარ­მა­ზა­რი შო­კო­ლა­დის ფილა, დე­კო­რა­ტი­უ­ლი ბა­ლი­შე­ბი, ხა­ლა­თი/ ჩუს­ტე­ბი, კა­ნის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

მშვილ­დო­სა­ნი

მათ არ შე­უძ­ლი­ათ მშვი­დად ჯდო­მა და ყო­ველ­თვის მოძ­რა­ო­ბა­ში არი­ან. აჩუ­ქეთ: სა­მოგ­ზა­უ­რო ნივ­თე­ბი, სპორტდარ­ბა­ზის, პა­რა­შუ­ტით ხტო­მის ან ცეკ­ვის მას­ტერკლა­სე­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი. აგ­რეთ­ვე ასი­ა­მოვ­ნებთ თუ მი­არ­თმევთ ელი­ტურ ალ­კოჰოლს, ძვი­რად ღი­რე­ბულ ყველს, ექ­სკლუ­ზი­ურ ტკბი­ლე­ულს.

თხის რქა

მშვიდ და ში­ნა­ურ თხის რქებს უყ­ვართ პრაქ­ტი­კუ­ლი, მაგ­რამ ლა­მა­ზი ნივ­თე­ბი. მი­არ­თვით: აბა­ზა­ნის კომ­პლექ­ტი, გა­ჯე­ტე­ბი, ნივ­თე­ბი სახ­ლის­თვის, რბი­ლი შარ­ფი.

მერ­წყუ­ლი

ყვე­ლა­ზე მე­ტად აფა­სე­ბენ შე­მოქ­მე­დე­ბით მიდ­გო­მას. შე­გიძ­ლი­ათ აჩუ­ქოთ: პორ­ტა­ტი­უ­ლი ბლენ­დე­რი, პა­ტა­რა ჩან­თე­ბი, სტრე­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნა­თუ­რა, სახ­ლის ამინ­დის სად­გუ­რი, ბუ­ნებ­რი­ვი კოს­მე­ტი­კა, სუ­ნა­მო ან ხელ­ნა­კე­თი სა­პო­ნი.

თევ­ზე­ბი

დახ­ვე­წი­ლი და მგრძნო­ბი­ა­რე ბუ­ნე­ბის თევ­ზე­ბი აღ­ფრთო­ვან­დე­ბი­ან: რბი­ლი ნივ­თე­ბი - მა­ი­სუ­რე­ბი, ბა­ლი­შე­ბი, ზამ­თრის შარ­ფე­ბი და ხელ­თათ­მა­ნე­ბი; რა­ღაც, რაც და­ძი­ნე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ: არო­მა­ტუ­ლი ნა­თუ­რე­ბი, ვარ­სკვლა­ვუ­რი ცის პრო­ექ­ტო­რი; კედ­ლის ბუ­ხა­რი. ამას­თან, თევ­ზე­ბი კუ­რო­სა და თხის რქა­ზე ნაკ­ლე­ბად არ აფა­სე­ბენ კომ­ფორ­ტს სახ­ლში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×