რეზონანსი
15.12.2023

ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა სერიოზული ეკონომიკური წინსვლა. 2021-22-23 წლები აღინიშნა ძალიან სერიოზული ეკონომიური ზრდით, რამაც საშუალება მოგვცა, ჯამში 60 %-ით გაგვეზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი დაბალანსებულად არის ასახული სხვადასხვა დარგზე.

„ეს იძლევა საშუალებას, რომ გაიზარდოს დანახარჯები სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა და აშ. ყველა ამ მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდის საშუალება მოგვცა გაზრდილმა ეკონომიკამ, რაც საბოლოო ჯამში, აისახება საზოგადოების კეთილდღეობაზე. რაც მთავარია, დაბალანსებულად არის ასახული გაზრდილი ბიუჯეტი სხვადასხვა დარგზე, სხვადასხვა სფეროზე და ეს იყო ჩვენთვის, პარლამენტისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანი", - აღნიშნა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×