რეზონანსი
15.12.2023

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, ესტაკადებისა და ხიდების მშენებლობა გრძელვადიან პერსპექტივაში უსარგებლოა.

ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს.

„ჩვენზე მეტად ვის უნდა, რომ გადაადგილების თვალსაზრისით არსებული პრობლემები მოგვარდეს. ხშირად საუბრობენ ესტაკადები, გადასასვლელი ხიდები გააკეთეთო. ეს არის სისულელე. ორი დღის წინ დედაქალაქში მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპირო „იდგა". რა ხიდზეა საუბარი? ხიდზეც მანქანა რომ იდგეს, მაგისთვის უნდა გავაკეთოთ? ესტაკადები კიდევ უფრო მეტი ავტომობილის წამახალისებელია. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ხეირს არ მოგვიტანს. რაც დაწყებული გვაქვს, მსგავსი ალტერნატივა არ არსებობს", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×