რეზონანსი
15.12.2023

12 პრიორიტეტის შესრულებით დავამტკიცეთ, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც გასაკეთებელია ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების" თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, 9 ახალი პრიორიტეტიც შესრულდება.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არამარტო გვსურს, არამედ შეგვიძლია საქმის კეთება ევროინტეგრაციის გზაზე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ზუსტად ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მუშაობა 9 პრიორიტეტის შესასრულებლადაც", - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თმით, კარგი იქნება, თუ პროცესში ოპოზიციაც ჩაერთვება, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×