რეზონანსი
15.12.2023

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელმაც პარტია ერთი კვირის წინ ამბობს, რომ არ სურს ექსპრეზიდენტზე საუბარი, სანამ ის პატიმრობაშია. იგი გამორიცხავს მომავალში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ყოფნას ერთ პარტიაში და 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად იმ პარტიით აპირებს, რომლის პრეზენტაციასაც მომავალი წლის დასაწყისში გამართავს.

"რაც შეეხება სააკაშვილს, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ნიშნავს, რომ არ მაქვს მასთან დაკავშირებით კითხვები, მაქვს, ბუნებრივია. ეს კითხვები დაისმება პირველ რიგში ადამიანთან მას შემდეგ, როდესაც მექნება მასთან შესაძლებლობა. მე მასთან თანამშრომლობას, ერთ პარტიაში, მომავალში, მთლიანად გამოვრიცხავ, ოდესმე, ეს ვერ შედგება. ეს იქნება უბრალოდ ფანტასტიკის სფეროსთვისაც წარმოუდგენელი", - განაცხადა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×