რეზონანსი
14.12.2023

„ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. მისი შეფასებით, ეს არის ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობის და დიდი ძალისხმევის შედეგი.

„გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!

ეს არის ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანი პოზიციის და დიდი ძალისხმევის შედეგი, რაც ჩვენმა ქვეყანამ სრულიად დამსახურებულად მიიღო.

ევროპულ ოჯახში ინტეგრაციამდე კიდევ დიდი შრომა და ბევრი გამარჯვებაა, რასაც ჩვენს ხალხთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ," - დაწერა სოზარ სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×