რეზონანსი
14.12.2023

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.

მისივე თქმით, სტატუსის მინიჭების შემდეგ აუცილებელია, რომ ქვეყანამ მოახდინოს ინსტრუმენტალიზება და მოქმედებაში მოყვანა იმისთვის, რომ საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები.

"მე იმედი მაქვს, რომ ამ შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, ევროპული საბჭო, რომელიც როგორც წესი მიყვება ხოლმე ევროკომისიის გადაწყვეტილებას და რეკომენდაციას, ამ შემთხვევაშიც გაითვალისწინებს დადებით რეკომენდაციას საქართველოსთან მიმართებაში და მოგვანიჭებს, მიანიჭებს ჩვენ ქვეყანას, ქართველ ხალხს, სწორედ მათი დამსახურებით კანდიდატის სტატუსს.

თუმცა, შემდეგ აუცილებელია აღნიშნული სტატუსის ინსტრუმენტალიზება, მისი მოქმედებაში მოყვანა იმისთვის, რომ საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები," - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×