რეზონანსი
12.12.2023

იმედს ვიტოვებ, “ქართული ოცნების” მეგობარი ორბანი, რომელიც გაფართოების ამ ისტორიულ ტალღას ცდილობს ახლა ვეტო დაადოს, საკუთარ მიზანს ვერ მიაღწევს - აბა, გაბედეთ და კიდევ შემოიტანეთ რუსული კანონი, ვნახოთ, რა მოხდება! - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის“ დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც მან ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ევროკავშირი, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც მოქალაქეს არ ტოვებს.

„იმედი მაქვს, რომ 2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით შეხვდება. ასევე, დიდი იმედი მაქვს, რომ 2024 წლის არჩევნებზე, დიახ, ქართველი ხალხი, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და რუსულ ხელისუფლებას სახლში გაუშვებს. ევროკავშირი, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც მარტო არ ტოვებს მოქალაქეს. ეს ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც ზრუნავს ბავშვებზე, მოხუცებზე, მარტოხელა ადამიანებზე, შშმ პირებზე და, ზოგადად, ზრუნავს ადამიანზე, მის კეთილდღეობასა და ღირსებაზე. დღეს საქართველოში სახელმწიფოსგან ადამიანები ამას ვერ გრძნობენ, გრძნობენ მხოლოდ ცალკეულ კამპანიებსა და ინიციატივებს, როგორ მიუგდონ გროშები და ამის სანაცვლოდ მოითხოვონ მათგან ხმა და არჩევნებში მხარდაჭერა. ეს ევროკავშირში არ ხდება, ამიტომ გვინდა ჩვენ ევროკავშირი და გვინდა რაც შეიძლება სწრაფად. იმედს ვიტოვებ, „ქართული ოცნების“ მეგობარი ორბანი, რომელიც გაფართოების ამ ისტორიულ ტალღას ცდილობს ახლა ვეტო დაადოს, საკუთარ მიზანს ვერ მიაღწევს. აქ შემომესმა ისევ რუსულ კანონზე საუბარი. აბა, გაბედეთ და კიდევ შემოიტანეთ, გაბედეთ, ვნახოთ რა მოხდება!” - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×