რეზონანსი
11.12.2023

ტყუ­ი­ლის ჭა­ობ­ში ვართ და ეს კვლე­ვებ­შიც აი­სა­ხე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ლე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რემ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ NDI-ის კვლე­ვის შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ტყუ­ი­ლით არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი და ამა­ში დიდ როლს სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კო­სი ას­რუ­ლებს.

"ეს არის ის მწა­რე რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც 30 წლის ქარ­თულ­მა პო­ლი­ტი­კამ და პო­ლი­ტი­კო­სებ­მა შექ­მნეს. თავ­და­პირ­ვე­ლად, ეს არის ტყუ­ი­ლი, რომ­ლი­თაც გა­ჯე­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და რო­მელ­შიც ძა­ლი­ან დიდ როლს ას­რუ­ლე­ბენ სხვა­დახ­ვა დრო­ის და პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა უნდა იყოს, რომ ადა­მი­ა­ნებს მხო­ლოდ და მხო­ლოდ სი­მარ­თლე ვე­სა­უბ­როთ. ეს არის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი იმი­სათ­ვის, რომ ამ ჭა­ო­ბი­დან გა­მო­ვი­დეთ. ჩვენ ვართ ტყუ­ი­ლის ჭა­ობ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, ეს კვლე­ვებ­შიც აი­სა­ხე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

გარ­და ამი­სა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ნიკა მე­ლი­ას მიერ ახა­ლი პარ­ტი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გეგ­მებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მას სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რად გა­ნი­ხი­ლავს.

"მე მინ­და ნიკა მე­ლი­ას წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ებ­რძვის აი, ამ რე­ჟიმს, რუ­სულ პო­ლი­ტი­კას, რუ­სულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში. იცით, რომ ნი­კას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. ჯერ კონ­კრე­ტუ­ლი არა­ნა­ი­რი გეგ­მა არ გვაქვს, მაგ­რამ მე მას, რო­გორც სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორს გან­ვი­ხი­ლავ", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×