რეზონანსი
10.12.2023

ამერიკული გამოცემა Washington Post-ის ინფორმაციით, 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის ტერორისტული თავდასხმიდან დღემდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში აშშ-ს მიერ მიწოდებული 22 000-მდე მართვადი და უმართავი რაკეტა გამოიყენა.

აღნიშნულ ცნობას გამოცემა კონგრესისთვის მიწოდებულ გამოუმჟღავნებელ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამას გარდა, Washington Post-ის თქმით, ომის განმავლობაში ამერიკამ ისრაელს, სულ მცირე, 15 000 ბომბი, რომელიც 900 კილოგრამიან ბუნკერების საწინააღმდეგო ბომბებსაც მოიცავს, და 50 000-ზე მეტი 155-მმ-იანი საარტილერიო ჭურვი მიაწოდა. 

ისრაელის სამხედრო და ფინანსური დახმარების საკითხი ამერიკაში ჯერჯერობით გადაუწყვეტელი რჩება. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც აშშ-ს კონგრესში ისრაელისა და უკრაინის დახმარების, ასევე სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით თანხის გამოყოფაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ხოლო ბოლო კვლევებით ჩანს, რომ აშშ-ში ისრაელისადმი სამხედრო დახმარების გაგზავნის მომხრე გამოკითხულთა მხოლოდ 31%-ია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×