რეზონანსი
10.12.2023

ღაზის სექტორში „ჰამასის" წინააღმდეგ მიმდინარე ინტენსიური ბრძოლა კიდევ ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება, - ინფორმაციას ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი Kan-ი ავრცელებს.

Kan-ის წყაროების ცნობით, აღნიშნული პერიოდის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება და ლოკალიზებული ოპერაციები განხორციელდება.

მომდევნო ორი თვის განმავლობაში, იქნება მცდელობები მეტი მძევლის გასათავისუფლებლად შეთანხმებების მიღწევის მიზნით.

Kan-ი იუწყება, რომ უახლოეს ორ თვეში ისრაელი ღაზის სექტორის მცხოვრებლების ნაწილს თავიანთ სახლებში დაბრუნების საშუალებას მისცემს, რაც აშშ-ის მოთხოვნა და ოპერატიული აუცილებლობაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×