რეზონანსი
08.12.2023

მომღერალი თათა გიორგობიანი „ღამის შოუს ბენდის" მომღერლის, ბაბი კირკიტაძის გუშინდელ პოსტს გამოეხმაურა.

„შეიძლება ადამიანი მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ შეურაცხყოფას და ცილისწამებასაც აქვს გარკვეული საზღვრები! უბრალოდ არაცივილური კი არა, პირდაპირ არაადამიანურია და სასიკვდილოდ გაწირვაა ზიზღის ამდაგვარი გამოვლინება!

უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებიც მსგავს სულმდაბლობას ამონტაჟებენ, ავრცელებენ და ამით იღებენ სიამოვნებას.

გთხოვთ, გააზიაროთ ბაბის სტატუსი!

P.S. ზოგიერთი უფლებადამცველი აი, ახლა გამოჩნდება, რა ღირებულებას ემსახურება სინამდვილეში! აქ არ არსებობს მხარე! აქ არის პრინციპული ღირსების საკითხები!", - წერს ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×