რეზონანსი
06.12.2023

საქართველო, შესაძლოა, რუსეთის მეგობრული ტურისტული ქვეყნების სიას დაემატოს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის სახელმწიფო დუმაში კანონპროექტი შევიდა, რომელიც „დსთ"-ს რიგი სახელმწიფოების მიმართულებებით მომუშავე ტუროპერატორებისთვის ფინანსური წახალისების შემოღებას ითვალისწინებს.

ტურისტული პორტალები TourDom.ru და Profi.Travel ირწმუნებიან, რომ მეგობრული ქვეყნების სია რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან უკვე შეთანხმებულია და მასში „დსთ"-ს წევრ ქვეყნებთან ერთად საქართველოც შედის. ასევე, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" თვითგამოცხადებული რესპუბლიკები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მეგობრული ტურისტული ქვეყნების სიას რუსეთის მთავრობა დაამტკიცებს.

სავარაუდოდ, კანონი ძალაში 2024 წლის 1-ელ აპრილს შევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×