
თუ ოპოზიციის მონაწილეობაზეა საუბარი, ოპოზიციის მონაწილეობა უნდა ყოფილიყო იქამდე, სანამ ეს სამოქმედო გეგმა შედგებოდა, - ეს კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ 9 პრიორიტეტზე სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის საკითხზე საუბრისას გააკეთა.
არ გვაქვს ხისტი დამოკიდებულება სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით. თუმცა, წარსულის გამოცდილებამ რა ანახა? წარსული გამოცდილებამ ანახა ის, რომ რეალურად სამუშაო ჯგუფის ფორმატში არცერთი ისეთი საკითხი, რომელიც ჯგუფში შემავალ ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდათ რეალურად არ არის გათვალისწინებული. თვრამეტი თვე ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ შეესრულებინა 12 პუნქტიანი ვალდებულება, მაგრამ ვნახეთ რომ 9 პუნქტი ადგა და არ შეასრულა. ნამდვილად არ გვაქვს მოლოდინი, რომ ახლა დეკემბრამდე შეძლებს ამ 9 პუნქტიანი ვალდებულების შესრულებას“, - აღნიშნა წითლიძემ
კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღე დარჩა. მმართველი გუნდი მზაობას გამოთქვამს კონსტრუქციულ რეჟიმში ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორთან ერთად 9 პრიორიტეტზე იმუშაოს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანა პროგრესზე მუშაობას იქამდე განაგრძობს, სანამ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი არ გახდება. ოპოზიციური პარტიების ნაწილი კი სამუშაო ჯგუფებში ჩართვას არ აპირებს.