რეზონანსი
05.12.2023

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ), რომელმაც ჟურნალისტების დაღუპვის დოკუმენტირება 1992 წელს დაიწყო, განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა. "ისრაელ-ღაზის ომის პირველი თვე ახლა ყველაზე მომაკვდინებელი თვეა ჟურნალისტებისთვის", - ვკითხულობთ კომიტეტის ვებგვერდზე.

ამ ომში, ჟურნალისტებისთვის ყველაზე მძიმე იყო პირველი დღე, 7 ოქტომბერი, როდესაც ერთ დღეში 6 ჟურნალისტი დაიღუპა; მეორე ყველაზე მომაკვდინებელი დღეა 18 ნოემბერი, დღეში 5 დაღუპული ჟურნალისტით.

ჯამში, 4 დეკემბრის მონაცემებით:

დაღუპულია 63 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი (მათგან 56 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი);

დაშავებულია 11 ჟურნალისტი;

3 ჟურნალისტი დაკარგულად მიიჩნევა.

ოფიციალური მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე, 16 000-მდე პალესტინელია დაღუპული, ისრაელში კი - 1 200.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×