რეზონანსი
04.12.2023

„ნაცმოძრაობის" დაშლა გარდაუვალი პროცესია და ხაბეიშვილი მაშინ შეძლებს გამარჯვებას, როცა მზე ამოვა დასავლეთიდან და ზღვები დაშრება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" დაშლა გარდაუვალია.

„ხალხის დაკვეთა და ამოცანაა, რომ ეს პირსისხლიანი, ნაც-ფაშისტური რეჟიმი არ დარჩეს პოლიტიკურ ველზე და აღარ დარჩეთ დამტირებელი. ეს პროცესი უკვე მიდის ფინიშისკენ. რაც შეეხებათ განდგომილებს, ეს აქტი ვერ შეამსუბუქებს მათ მოღალატეობრივ ბუნებას. „ნაცმოძრაობის" დაშლა გარდაუვალი პროცესია და ხაბეიშვილი მაშინ შეძლებს გამარჯვებას, როცა მზე ამოვა დასავლეთიდან და ზღვები დაშრება", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×