რეზონანსი
30.11.2023

სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, კერძო სექტორის მხარდაჭერითა და კარგი საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკით შესაძლებელი ხდება კარგი მიზნების მიღწევა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე საუბრისას „ქრონიკას" განუცხადა.

„დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე ვითარება კარგი იქნება, ეკონომიკური ზრდა იქნება მაღალი და მომდევნო წელსაც გვექნება შესაბამისი მაჩვენებელი იმისთვის, რომ მოსახლეობის კეთილდღეობაზე დადებითად ვიმოქმედოთ და სოციალური ფონი გავაუმჯობესოთ", - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით გაიზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×