რეზონანსი
29.11.2023

რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან შეერთებისთვის რუსეთი მოლდოვას საპასუხო ზომების მიღებით დაემუქრა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს მოლდოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც, მისივე განმარტებით, მიზნად ისახავს მოსკოვსა და კიშინეუს შორის ურთიერთობების განადგურებას.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის კიდევ ერთი მტრული ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთ-მოლდოვური ურთიერთობების განადგურებას. ეჭვგარეშეა, რომ ეს ჩვენი მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება", - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მანამდე, მოლდოვის პარლამენტში მხარი დაუჭირეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ზომებთან მიერთებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×