რეზონანსი
28.11.2023

ინდოეთში მაშველებმა გადაარჩინეს 41 მუშა, რომელიც, 17 დღის განმავლობაში, ჰიმალაის ჩამონგრეულ გვირაბში იყო ჩარჩენილი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, - ამის შესახებ BBC წერს.

ოპერაციის წარმატებით დასრულებას გამოეხმაურა ინდოეთის პრეზიდენტი. "შვებას ვგრძნობ და ბედნიერი ვარ იმის გაგებით, რომ უტარახანდის შტატში, გვირაბში ჩარჩენილი ყველა მუშა გადაარჩინეს. მათი 17-დღიანი ტანჯვა, როდესაც მაშველებს დაბრკოლებები ხვდებოდათ, იყო ადამიანის გამძლეობის დადასტურება. ერი მიესალმება მათ გამძლეობას და მადლიერია კრიტიკული ინფრასტრუქტურის აშენებისთვის, თუნდაც დიდი პირადი რისკის ფასად, სახლებისგან შორს. ვულოცავ სამუშაო ჯგუფებსა და ყველა ექსპერტს, რომლებიც წარმოუდგენელი სიმტკიცითა და მონდომებით მოქმედებდნენ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული სამაშველო მისიის შესასრულებლად", - აცხადებს დრაფადი მურმუ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×