|

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2023 წლის სექტემბრიდან, 4 000-მდე სტუდენტმა აღიდგინა სტუდენტის სტატუსი და დაუბრუნდა სასწავლო პროცესს. მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ასევე ისაუბრა უნივერსიტეტებში სტუდენტების დავალიანების განულების პროგრამაზე და იმ კერძო უნივერსიტეტებზე, რომლებმაც ამ პროგრამაზე უარი განაცხადეს. ამილახვარის თქმით, სამინისტრო ვერავის დააძალებს პროგრამაში მონაწილეობას, მითუმეტეს კერძო უნივერსიტეტს, რადგან ამის არც სამართლებრივი ბერკეტი არსებობს და არც აკადემიური. მინისტრის თქმით, სამწუხაროდ, ორმა კერძო უნივერსიტეტმა ჩათვალა, რომ დამატებითი სოციალური ფინანსური სარგებელი თავიანთ სტუდენტებს არ უნდა მისცენ. „თავისუფალი ნების პირობებში, ყველა კერძო უნივერსიტეტს სრულიად ფინანსური გარიგება შევთავაზეთ. მხოლოდ ორი უნივერსიტეტი არ შემოუერთდა. არ დავასახელებ ამ უნივერსიტეტების სახელებს, საზოგადოებამ კარგად იცის. რატომ არ შემოუერთდნენ? არ ვიცი. კითხეთ თქვენ. როგორ შეიძლება არ შემოუერთდე ასეთ ინიციატივას, მაშინ როდესაც სახელმწიფო გეუბნება, რომ რაც საბაზრო ღირებულება არის ჩვენ ამ თანხას გადავიხდით და ყველა კერძო უნივერსიტეტი ბოლო თეთრამდე მიიღებს იმ თანხას, 2-3 თვე ავიღეთ ამისთვის და ეტაპობრივად ყველას ჩაერიცხება. ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთო? როგორ შეიძლება დავაძალოთ და დავავალდებულოთ კერძო უნივერსიტეტი? ახლა რიტორიკულ კითხვას უკან გვიტრიალებენ ვიღაცების მეშვეობით, რომ თუ რა ეშველებათ ამ სტუდენტებს. ჩვენ ვერავის დავაძალებთ, ამის არც სამართლებრივი ბერკეტი არსებობს და არც აკადემიური, რომ ვინმე მობილობით ვაიძულოთ გადავიდეს. სამწუხაროდ, ამ უნივერსიტეტის მესვეურებმა, რატომღაც ჩათვალეს, რომ მათ დამატებითი სოციალური ფინანსური სარგებელი თავიანთ სტუდენტებს არ უნდა მისცენ. ამას იმით ასაბუთებენ, რომ ისინი საკმარისზე მეტს აკეთებენ ამ სტუდენტებისთვის, რომ სოციალურად დააკმაყოფილონ: აძლევენ სტიპენდიებს, შეღავათებს. სამწუხარო რეალობა ასეთი გვაქვს",- განაცხადა ამილახვარმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|