რეზონანსი
28.11.2023

ემიგრანტების იმედი შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„ავარიით გარდაიცვალა 23 წლის ბექა რუსია. დიდი ტრაგედია დატრიალდა, გლოვობს ჩემი თემქა.

სიკვდილო, ეს ვინ წაგვართვი? ეცხოვრა, ეცოცხლა, ყოფილიყო ჩვენს გვერდით. ის კი არადა, არ დააცადე ბედნიერი ყოფილიყო  მიადექი და სული ამოხადე. 

უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა 23 წლისას მოგისპო სიცოცხლე.  წახვედი და თან გაიყოლე  ახალგაზრდული ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები.

შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა/

ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე  დაყრილი მიწა.

ღმერთმა ნათელში გამყოფოს ბექა იქ სადაც მართალნი და შენნაირი კარგი ადამიანები განისვენებენ...

თვითეული გარდაცვლილი ახალგაზრდა ჩვენი საერთო ტკივილია..." - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×