რეზონანსი
28.11.2023

ევროვიზიის კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლო ანას­ტა­სია ვა­სა­ძემ, ნი­კო­ლოზ ხა­რატ­მა და ოთო ბა­ზე­რაშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნეს. კონ­კურ­სში, რო­მელ­შიც 16 ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­ქარ­თვე­ლო მე-14 ად­გილ­ზე გა­ვი­და. მსგავ­სი ცუდი შე­დე­გი სა­ქარ­თვე­ლოს მხო­ლოდ ერთხელ, 2019 წელს ჰქონ­და.

უფ­რო­სე­ბის ევ­რო­ვი­ზი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ის შე­დე­გე­ბით ყო­ველ­თვის ამა­ყობ­და. სხვა­დას­ხვა წლებ­ში სამ­ჯერ გვაქვს მო­გე­ბუ­ლი სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­კრსზე გა­საგ­ზავნ ბავ­შვებს გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძის სტუ­დია ამ­ზა­დებ­და. ამ­ჯე­რად ბავ­შვე­ბი "ჰე­ი­მა პრო­დაქ­შენ­მა“ მო­ამ­ზა­და, რომ­ლის დი­რექ­ტო­რე­ბიც ირაკ­ლი მან­ჩხაშ­ვი­ლი და მუ­სი­კო­სი მებო ნუ­ცუ­ბი­ძე არი­ან.

Ambebi.ge შე­ფა­სე­ბის­თვის მომ­ღე­რალ თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე­სა და პრო­დი­უ­სერ მა­რი­ნა ბე­რი­ძეს და­უ­კავ­შირ­და. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ვთხო­ვეთ კო­მენ­ტა­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, თუ რო­გორ მო­ე­წო­ნათ სიმ­ღე­რა, რაც წელს სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე წა­რად­გი­ნა და რა­ტომ მი­ვი­ღეთ ასე­თი ცუდი შე­ფა­სე­ბე­ბი?

თამრიკო ჭოხონელიძე: „ძა­ლი­ან გულ­და­სა­წყვე­ტია ეს შე­დე­გი, ზე­ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვე­ბი იდ­გნენ სცე­ნა­ზე ჩვე­ნი ბავ­შვე­ბის სა­ხით. არ მინ­და ავ­ტორ­მა მი­წყი­ნოს, მაგ­რამ ვერ გე­ტყვით, რომ სიმ­ღე­რით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.

მა­ინც იმას ვი­ტყვი, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კურ­სია და სა­ქარ­თვე­ლო ვერ არის ეტყო­ბა ღირ­სე­უ­ლად ამ­ჯე­რად წარ­მოდ­გე­ნი­ლი ევ­რო­პა­ში, ისე, რო­გორც უნდა იყოს, ამი­ტო­მაც ნა­წი­ლობ­რივ და­ჩაგ­რეს ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან.

ვერ გა­ვაკ­რი­ტი­კებ, მაგ­რამ რომ გი­თხრათ, უმაღ­ლე­სი რან­გის სიმ­ღე­რა იყო-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ. ქარ­თულ სიმ­ღე­რებს უცხო­ე­ლე­ბი თარ­გმნი­ან და მღე­რი­ან, ისე­თი მე­ლო­დი­უ­რი სიმ­ღე­რე­ბია. ქარ­თუ­ლი კა­ცის ბუ­ნე­ბა­საც ასა­ხავს. მეს­მის, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ცოტა სხვა რამ იყო სა­ჭი­რო, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ ეს შე­დევ­რი იყო.

მაგ­რამ არც მი­წას­თან არის გა­სას­წო­რე­ბე­ლი, ჩვენ ძა­ლი­ან და­უნ­დო­ბე­ლი ხალ­ხი ვართ. მერე რა, რომ ამ ბავ­შვებ­მა ვერ გა­ი­მარ­ჯვეს. ჩემი აზ­რით, დიდ­წი­ლად ვერ გა­ი­მარ­ჯვეს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­უ­გებ­რო­ბის გამო“.

მა­რი­ნა ბე­რი­ძე: „გუ­შინ ისე­თი დღე მქონ­და, რომ არ მი­ნა­ხავს კონ­კურ­სი, მაგ­რამ მე ჩემი პა­ტა­რა პრინ­ცი­პი მაქვს, ბავ­შვი სცე­ნა­ზე უნდა იყოს ლაღი, მხი­ა­რუ­ლი... ამ თვალ­საზ­რი­სით შეც­დო­მე­ბი მოგ­ვდის და ვერ ვი­გებთ...

მე ვიცი, რომ ბავ­შვმა უნდა მო­ი­ტა­ნოს სი­ლა­ღე, სი­მარ­ტი­ვე. "ბზი­კებ­მა" რა­ტომ მო­ი­გეს თა­ვის დრო­ზე? იყო რა­ღაც ძა­ლი­ან ხა­ლი­სი­ა­ნი და ფე­ი­ერ­ვერ­კუ­ლი. არ ვიცი, ვერ ვი­გებ მე სხვა კონ­ცეფ­ცი­ას. ვი­მე­ო­რებ, სცე­ნა­ზე ბავ­შვი უნდა იყოს მხი­ა­რუ­ლი და პრობ­ლე­მე­ბი არ უნდა მოჰ­ქონ­დეს".

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×