
ბათუმში 22 წლის სტუდენტი ნინი მიქელაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ცეკვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც დავარდა და საავადმყოფოში
მიყვანამდე გული გაუჩერდა.
„ნინი ეს იყო შენი ბედი?? იმდენი რამე მინდა ვუთხრა გამწარებულ ოჯახს რომელმაც ასეთი კეთილშობილი სტუდენტი შვილი დაკარგა... ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი... უბრალოდ, ვფიქრობ, ესეთი შემზარავი სიკვდილი სიკვდილსაც ხომ გააჩნია... არ იმსახურებდა... გადაინაცვლა მარადიულობაში...
რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? ნეტავ....
მთელი გულით ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ჩემს საყვარელ ლანჩხუთს ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე..
გული გაუჩერდა, ნერვიულობა და გადაღლა არ შეიძლებოდა. ცეკვის დროს უცებ დავარდა და როცა საავადმყოფოში წაიყვანეს, გზაში გული გაუჩერდა. დედის ერთავ, გლოვობს ჩემი ლანჩხუთი. ცეკვაზე ბავშვობიდან დადიოდა.
ეს არის ტრაგედია, რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ... სასწავლებლად წამოსული ბათუმში 22 წლის სტუდენტი სახლში გაყინული გაქვავებული დაუბრუნდი შენს საყვარელ ოჯახს“ , - წერს შოთო სიხარულიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე