რეზონანსი
27.11.2023

დეკემბერში სტატუსს ველოდებით, რითაც საქართველო მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილებით კარგად გამოჩნდა, რამდენად შედეგიანი იყო რეკომენდაციების შესასრულებლად მმართველი გუნდის მიერ წარმართული სამუშაო პროცესი.

„რამდენად „ფარსი“ იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფები, ბოლოს კარგად გამოჩნდა, როცა საქართველოს ევროკომისიამ მწვანე შუქი აუნთო სტატუსის მისაღებად. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ წარმართული სამუშაო პროცესი შედეგიანი იყო და ჩვენმა ხელისუფლებამ საზოგადოებასთან და ევროკავშირთან ერთად შეძლო, ისტორიული გადაწყვეტილებისთვის ვიზა მიეღო. დეკემბერში სტატუსს ველოდებით, რითაც საქართველო მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს. გეგმის შესრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, საქართველო მწვანე შუქს მიიღებს გაწევრიანებაზე. სტატუსის მიღების შემდეგ, ჩვენი ქვეყნისთვის საგზაო რუკა სწორედ ის გეგმა იქნება, რითაც ევროკავშირში მივალთ და ევროპული ოჯახის წევრები გავხდებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×