
უკრაინამ საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2023-ზე ქულა არ დაუწერა.
საქართველომ ქულები შემდეგი ქვეყნის ჟიურისგან მიიღო: ესპანეთისგან - 5 ქულა, ირლანდიისგან - 3 ქულა, სომხეთისგან - 4 ქულა, პორტუგალიისგან - 5 ქულა, იტალიისგან - 3 ქულა, ხოლო გერმანიისგან 1 ქულა.
ონლაინ ხმებით კი საქართველომ 53 ქულა მიიღო.
მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველო, ჯამში, 74 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა.
საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული 228 ქულით საფრანგეთის წარმომადგენელი Zoé Clauzure გახდა.
მომღერალი ვაჩე ღვინიაშვილი საქართველოს სახელით, საბავშვო ევროვიზიის მონაწილეებს ანასტასია ვასაძეს, ნიკოლოზ ხარატს და ოთო ბაზერაშვილს მიმართავს და წერს, რომ ისინი უკვე გამარჯვებულები არიან, რადგან ღირსეულად წარდგნენ ევროპის წინაშე.
„ბავშვებო! ახლა თუ ცხვირს ჩამოუშვებთ მაშინ დამარცხდებით! თქვენ გვასახელეთ, ღირსეულად წარსდექით მთელი ევროპის წინაშე და სიამაყის ჟინი გაგვიღვიძეთ! თქვენ გამარჯვებულები ხართ! გვეამაყებით! საქართველოს გაუმარჯოს“, – წერს ვაჩე ღვინიაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე