რეზონანსი
26.11.2023

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 25 ნოემბერს, რუსმა ოკუპანტებმა 113-ჯერ დაარტყეს ზაპორიჟიეს ოლქის 23 ქალაქსა და სოფელს.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან. თუმცა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურული ობიექტები.

"99 საარტილერიო ჭურვი გულიაიპოლის, ორიხოვის, ნოვოდანილივკას, ლევადნის, პოლტავკას, ლუგივსკის, პრეობრაჟენკას, სტეფნოჰირსკის, კამიანსკის, პიატიხატოკის, პლავნივის და ფრონტის ხაზის სხვა დასახლებების ტერიტორიაზე დაეცა", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×