
„მიშისტებო, რამე არ მომწეროთ გადაბრუნებული, დაიწყევლებით ეგრევე..." - ამ სიტყვებით იწყებს მსახიობ ზურა ყიფშიძის ქალიშვილი ლენუკა პოსტს, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ლენუკა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართავს და წერს, რომ მამის, ზურა ყიფშიძის მისამართით არასოდეს გაბედოს რამის თქმა.
„რაც ეს გადაცემა გავიდა, იმის მერე ვითმენ, ვითმენ და აი, ამოვიდა ყელში, ძალიან ამოვიდა! აი, საერთოდ ამ ქალბატონს რატომ აძლევთ უფლებას და ბედავს მამაჩემზე ასე ისაუბროს?! რატომ არ გაუშვა ბოლომდე გადაცემა?! რაც თვითონ აწყობდა, ის თქვა მხოლოდ... ოეე, წავიდა მიშა-გრიშა, ახალი თაობა მოდის და მივცეთ გასაქანი...
მიშისტებმა რამე არ მომწეროთ გადაბრუნებული, დაიწყევლებით ეგრევე...
დიდი ხანია ვითმენ და ძალიან დავიღალე ამ ყ*** ქალას მოსმენით და მამაჩემის ლანძღვით. ნანუკა, ცოტა აზრზე მოდი და ოდნავ მაინც გრცხვენოდეს, სანამ მამაჩემზე გადაბრუნებულ რამეს იტყვი. საჯაროდ საუბრობ ისეთ რამეზე, რაც არ იცი, სრულად არ გინახავს გადაცემა, აზრი მერე გამოიტანე, ასე სჯობს შენთვის.
შენ საერთოდ იცნობ რა ადამიანია მამაჩემი? ყველა, სანამ რამეს გადაბრუნებულს იტყვით მამაჩემზე, პირი გამოივლეთ. ადამიანი გადამკვდარია ოჯახზე, მეგობრებზე და საერთოდ შენ მამაჩემზე ასე რატომ საუბრობ? რატომ აძლევ შენს თავს უფლებას?
ნუ შეე*ით ამ კაცს!
აი, სახალხოდ გაფრთხილებ, არასდროს არ გაბედო მამაჩემზე გადაბრუნებული რამე თქვა, გამოგჭამ ყელს გოგო, თავი ვინ გგონია?!" - წერს ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში.
ლენუკა პოსტს იმ ვიდეოს ურთავს, სადაც ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გადაცემაში ზურა ყიფშიძეზე საუბრობს და მსახიობს აკრიტიკებს. უცნაურია, რომ ეს ფაქტი ორი წლი წინ მოხდა, ახლა რამ გააღიზიანა მსახიობის შვილი უცნობია.
2021 წლის ოქტომბერში, მსახიობი ზურა ყიფშიძე, გია გაჩეჩილაძის გადაცემას „უცნობის კიდობანი" სტუმრობდა, სადაც მან მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა.
„მაპატიეთ და ძალიან ცუდ რამეებს ვიტყვი, რა... რომ შემოვარდნილიყვნენ, ცოლი გაეუპატიურებინათ, შვილი მოეკლათ, ცოლის თვალწინ გავეუპატიურებინე... ერთი გიჟი როგორ ვერ გამოჩნდა, კენედი „დაბრიდეს"... მე იმას კი არ ვიძახი, არიქა, კარგი იქნებოდა მიშა რომ მოეკლათ, უბრალოდ, ვერცერთმა გამწარებულმა ვერ გადადგა ეს ნაბიჯი." - ამბობს ზურა ყიფშიძე.
სწორედ ამ გნცხადების გამო გააკრიტიკა ნანუკა ჟორჟოლიანმა ზურაბ ყიფშიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე