
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადხეს, რომ ისრელსა და „ჰამასს" შორის ზავი პარასკევს დილის 7 საათზე ამოქმედდება. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
კატარის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ ხვალ 16:00 საათზე ჰამასის" მიერ აყვანილი 13 მძევალი გათავისუფლდება.
ისრაელი 50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, 4-დღიან ზავს დათანხმდა. შეთანხმების მიხედვით, „ჰამასი" 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილ 50 ისრაელელს, მხოლოდ სამოქალაქო პირებს - ქალებსა და ბავშვებს გაათავისუფლებს. სანაცვლოდ ისრაელი ღაზის სექტორში ცეცხლის 4 დღით შეწყვეტას დათანხმდა, პარალელურად კი, ციხიდან 150 -მდე პალესტინელ პატიმარს, ძირითადად ქალებსა და მოზარდებს გაათავისუფლებს.
შეთანხმება დღეს დილის 10:00 საათზე უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა გარკვეული პირობების გამო მისი ამოქმედება გადაიდო. მოგვიანებით კატარმა, როგორც შუამავალმა ქვეყანამ, განაცხადა, რომ ზავის ამოქმედების ზუსტი დრო უახლოეს საათებში გამოცხადდება.