რეზონანსი
23.11.2023

შთამბეჭდავია ევროპული გზის გასაგრძელებლად მიმართული ძალისხმევა, - ასეთ შეფასებას აძლევს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს ეროპული ინტეგრაციის გზაზე სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, გერტ იან კოპმანი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

„მართლაც შესანიშნავი საუბარი შედგა. შთამბეჭდავია ევროპული გზის გასაგრძელებლად მუდმივი ძალისხმევა და ამ გზის განსაკუთრებული აუცილებლობის გაცნობიერება",- წერს იგი.

კოპმანი სოციალირ ქსელ X-ზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის პოსტს ეხმაურება, რომელიც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გერტ იან კოპმანთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოაქვეყნა.

„მქონდა ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გერტ იან კოპმანთან. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ძალისხმევა და პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, კიდევ ერთხელ მივესალმეთ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას ჩვენი ქვეყანისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას", - წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×