რეზონანსი
23.11.2023

სისტემური იყო ადამიანის უფლებების დარღვევა და გარდა ამისა, საშინელი დანაშაულები ჩაიდინეს ომამდე და ომის მერეც, როდესაც საქართველოს დააბრალეს საომარი მოქმედებების დაწყება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ნაცმოძრაობაში" მიმდინარე დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

„სააკაშვილმა განაცხადა, რომ არცერთი ადამიანი, ვინც დღეს პარლამენტშია, არ უნდა იყოს ახალ სიაში. მაშინ ეს მანიფესტი ვისზეა გათვლილი. იმ ადამიანებზე, ვინც 2004-2005 წელს შეიძლება საერთოდ არ იყო დაბადებული ან ომის პერიოდში იყო ძალიან პატარა, 2-3 წლის და დღეს უკვე ამომრჩეველია. მათზეა გათვლილი. ეს არის სატყუარა, რომლითაც უნდათ, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თავი მოაჩვენონ, როგორც პროგრესის მოყვარულებმა და საქართველოს სტაბილურ განვითარებაზე მზრუნველმა ადამიანებმა", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის 23 ნოემბრის მანიფესტი გამოაქვეყნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×