რეზონანსი
23.11.2023

კირბალის მოსახლეობა გიორგობის დღესასწაულზე ლომისას სალოცავში შესვლას და მოლოცვას ვერ ახერხებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი. ეს სწორედ ის ტაძარია, რომლის კარიც რუსმა ოკუპანტებმა აჭედეს და სადაც თამაზ გინტური მოკლეს.

ამავე სოფელში, ნახევრად ოკუპირებულ სასაფლაოზე კიდევ ერთი სალოცავია, ისიც წმინდა გიორგის სახელობის. ადგილობრივები დღეს იქ მისვლას გეგმავენ. სასაფლაოს ასასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

დღეს ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით. საკითხზე გუშინ გაიმართა დებატები, რომელზეც დამნაშავეების წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს.  დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×