რეზონანსი
22.11.2023

2023 წლის განმავლობაში მსოფლიოს ეკონომიკა სავარაუდოდ 3%-ით გაიზრდება, მათ შორის აშშ-ის ზრდა 2.1%-ია, ჩინეთის ზრდა - 5%, ინდოეთის - 6.3%, ევროზონის ეკონომიკური ზრდა კი 0.7% იქნება, მათ შორის გერმანიაში 0.5%-ის რეცესიაა ნავარაუდევი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, 2023 წელს 191 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის ყველაზე სწრაფად 74.4%-ით მაკაოს ეკონომიკა გაიზრდება, სუვერენულ ქვეყნებს შორის კი პირველ ადგილზეა გაიანა 38.4%-იანი ზრდით.

სავალუტო ფონდს ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები აქვს პროგნოზირებული  საქართველოსთვის. ორგანიზაცია მოელის, რომ საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით გაიზრდება, რაც მსოფლიოში რიგით 15-ე ყველაზე მაღალი შედეგია. 7%-იანი ზრდა აქვს ნავარაუდევი სავალუტო ფონდს სომხეთისთვის, თუმცა უცნობია რამდენად ასახავს ეს პროგნოზი სექტემბერში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განვითარებული მორიგი დაპირისპირების ეკონომიკურ ეფექტებს.

რაც შეეხება ქვეყნებს ყველაზე დაბალი ზრდით, ამ მხრივ უკანასკნელ ადგილზეა სუდანი 18%-იანი რეცესიით. 6.2%-იანი ვარდნაა პროგნოზირებული ეკვატორულ გვინეაში, 2.7%-იანი კლება ერაყში; 2.5%-იანი რეცესია კი არგენტინაში არის ნავარაუდევი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×