რეზონანსი
22.11.2023

საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტო ისრაელს მოუწოდებს, შეუერთდეს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას.

სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ყოველგვარი უაზრო საუბარი საუკეთესო შემთხვევაში მიუღებელია.

„ვფიქრობ, არაერთხელ იყო მოწოდებები ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყნის, მათ შორის ისრაელის მიმართ, შეუერთდნენ ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმებას და გახსნან ყველა მათი ბირთვული ობიექტი ყოვლისმომცველი უსაფრთხოების ინსპექტირებისთვის და ეს ძალიან ნათელია. ვიმეორებ: ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყანა უნდა იყოს ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმების მხარე, რომელიც არის ისტორიაში შეიარაღების კონტროლისა და გაუვრცელებლობის ყველაზე წარმატებული ხელშეკრულება“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×